Farm Stay
FARM STAY Real Lemon Deep Clear Peeling Gel
SKU: 0417
ლიმონისა და ჰამამელის ექსტრაქტით მდიდარი პილინგ-გელი ნაზად აქერცლავს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს კანის ტონს და აცხრობს ანთებას. იგი ანიჭებს სახეს ჯანსაღ ბზინვარებას და ზრდის შემდგომი მოვლის ეფექტურობას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
პილინგ-გელი ლიმონის ექსტრაქტით
პილინგ-გელი იდეალურია უფერული, სხივდაკარგული და არათანაბარი ტონის მქონე კანისთვის. ცელულოზის რბილი ნაწილაკები ნაზად ასუფთავებს სახის ზედაპირს, აშორებს როგორც გარემო დაბინძურებას, ასევე კანის აქერცლილ, მკვდარ უჯრედებს. პროდუქტი კანს ხდის გლუვსა და მოვლილს, ხოლო მკვდარი შრის ჩამოშორებით მნიშვნელოვნად ზრდის შემდგომში გამოყენებული მოვლის საშუალებების ეფექტურობას.
აქტიური კომპონენტები:
ლიმონის ექსტრაქტი — ანიჭებს კანს ახალ, დასვენებულ იერს. შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ხელს უშლიან ნაადრევ დაბერებას;
ჰამამელის (Witch Hazel) ექსტრაქტი — გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით, ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს და ამსუბუქებს აკნესკენ მიდრეკილი, პრობლემური კანის მდგომარეობას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ გელის საჭირო რაოდენობა წინასწარ გაწმენდილ, მშრალ კანზე. ნაზი მასაჟის მოძრაობებით გაშალეთ სახეზე (თვალებისა და ტუჩების არეს გამოკლებით) და დაიმასაჟეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ პროდუქტი არ დაგორგლდება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება