Farm Stay
FARM STAY Real Avocado Deep Clear Peeling Gel
SKU: 0416
ავოკადოსა და ჰამამელის ექსტრაქტით მდიდარი პილინგ-გელი ნაზად აქერცლავს მკვდარ უჯრედებს, ამშვიდებს ანთებით პროცესებს და კანს სიგლუვეს სძენს. იგი აკონტროლებს ცხიმიანობას და იდეალურია სუფთა, ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
გამწმენდი პილინგი ავოკადოს ექსტრაქტით
პილინგ-გელი საფუძვლიანად აშორებს კანზე დაგროვილ კერატინიზებულ, მკვდარ უჯრედებს, აქრობს აქერცლილ ადგილებს, არბილებს კანს და ანიჭებს მას საოცარ სიგლუვეს.
აქტიური კომპონენტები:
ავოკადოს ექსტრაქტი — ფორმულის ძირითადი კომპონენტია, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანობისკენ და გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. იგი ბლოკავს ანთებითი პროცესების გამომწვევ ნივთიერებებს და ხელს უშლის აკნეს განვითარებას.
მწვანე ჩაის ექსტრაქტი — შეიცავს კოფეინს, რომელსაც აქვს გამოხატული მატონიზირებელი თვისებები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ანიჭებს სახეს ჯანსაღ ფერს.
ჰამამელის (Witch Hazel) ექსტრაქტი — ცნობილია ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით. იგი თრგუნავს ანთების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას, აცხრობს გაღიზიანებას და კანს უფრო სუფთასა და ნათელს ხდის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ გელის საჭირო რაოდენობა წინასწარ გაწმენდილ, მშრალ კანზე. ნაზი მასაჟის მოძრაობებით გაშალეთ სახეზე (თვალებისა და ტუჩების არეს გამოკლებით) და დაიმასაჟეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ პროდუქტი არ დაგორგლდება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ გამოყენება. არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება