Round Lab
ROUND LAB 1025 DOKDO TONER
SKU: 0723
200 მლRound Lab-ის პოპულარული ტონერი 1025 Dokdo Toner დელიკატურად აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს, ავიწროებს ფორებს და ინტენსიურად ატენიანებს კანს. ზღვის წყლისა და Hatching EX-07 ენზიმური კომპლექსის წყალობით ის აღადგენს pH ბალანსს და კანს ხდის გლუვსა და ნაზს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ტონერი Round Lab 1025 Dokdo Toner აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, ინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ამცირებს სებუმის გამოყოფას. წმენდს ფორებს, ამცირებს ცხიმოვან ძაფებს (Saline Threads), დელიკატურად აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს და ადნობს ცხიმოვან საცობებს. ათანაბრებს ტექსტურას და ფორების სიღრმის შემცირების ხარჯზე ასწორებს მიკრორელიეფს.
ტონერი აქრობს სიმშრალისა და დაჭიმულობის შეგრძნებას დაბანის შემდეგ. მისი ნაზი ფორმულა არ იწვევს გაღიზიანებას და გამოდგება მგრძნობიარე კანისთვისაც კი.
კუნძულ დოკდოს სიღრმული ზღვის წყალი შეიცავს 72 სახის სასარგებლო მინერალს, მაკრო- და მიკროელემენტს, რომლებიც არა მხოლოდ ინარჩუნებენ კანის ჯანმრთელობას, არამედ ღრმად ატენიანებს.
ტონერის შემადგენლობაში შედის ენზიმების ბაზაზე შექმნილი უნიკალური დაპატენტებული კომპლექსი Hatching EX-07, რომელიც AHA და BHA მჟავების შემცვლელია. მას აქვს პილინგის ეფექტი, აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს.
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
სიღრმული ზღვის წყალი — ეხმარება კანში ტენიანობის დანაკარგის შემცირებას, ასტიმულირებს ლიპიდების სინთეზს, ანიჭებს ტონუსს და აძლიერებს სხვა აქტიური კომპონენტების მოქმედებას.
პანთენოლი (ვიტამინი B5) — აღადგენს რქოვანა შრის მთლიანობას, გააჩნია ჭრილობების შეხორცების თვისებები, აქრობს გაღიზიანებასა და სიწითლეს.
ალანტოინი — არბილებს, ინტენსიურად ატენიანებს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. ხელს უწყობს ფორების შევიწროებას.
ირლანდიური ხავსის ექსტრაქტი — ძლიერი ანტიოქსიდანტი, ანელებს დაბერების პროცესს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან უჯრედების დაცვის ხარჯზე.
პროტეაზა — აშორებს გარქოვანებულ უჯრედებს კანის ზედაპირიდან, ღრმად წმენდს და ათანაბრებს ტექსტურას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ საშუალება წინასწარ გაწმენდილ სახეზე ხელისგულებით ან ბამბის დისკის მეშვეობით. გააგრძელეთ მოვლა შრატის ან კრემის წასმით.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება