უფასოა მიწოდება 150 ლარიდან პროდუქციის შეკვეთისას

Kocos.Ge

პროდუქცია

ყველა პროდუქტი
ფასდაკლება ბრენდები მაღაზიები მიწოდება სასაჩუქრე ბარათები

Petitfee

PETITFEE B-Glucan Enymze Powder Wash (80g)

SKU: 0693

50.00 ₾

უფასო მიწოდება

150₾+ შეკვეთებზე

სწრაფი მიწოდება

1-3 სამუშაო დღე

უსაფრთხო გადახდა

100% დაცული გადახდები

Petitfee B-Glucan Enzyme Powder Wash — ეს არის  ენზიმური პუდრი, რომელიც წყალთან კონტაქტისას გარდაიქმნება ნაზ, ჰაეროვან ქაფად. ეს ქაფი საგულდაგულოდ ასუფთავებს კანს ყველა სახის ჭუჭყისგან: მაკიაჟის ნარჩენებისგან, კანის სებუმისა და მკვდარი უჯრედებისგან.


პროდუქტი განკუთვნილია ყველა ტიპის კანის დელიკატური, მაგრამ ამავდროულად ღრმა გაწმენდისთვის. იგი შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს, ათავისუფლებს კანს შავი წერტილებისგან, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, თავიდან იცილებს დღის განმავლობაში ზედმეტი ცხიმოვანი ბზინვარების გაჩენას, აქრობს კანის სიმკრთალეს და მას ჯანსაღ, ახალ იერს ანიჭებს.


კანის გაწმენდა ხდება ბუნებრივი გზით, უხეში მექანიკური ზემოქმედების გარეშე, ნატურალური მცენარეული ენზიმების ხარჯზე. პაპაიას ენზიმები და ბრინჯის ფერმენტები ხსნიან კერატინულ ფენას და ხელს უწყობენ მის აქერცვლას. მათ ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩქარებენ ახალი უჯრედების რეგენერაციას, აუმჯობესებენ სისხლის მიკროცირკულაციას, რის შედეგადაც ასწორებენ კანის ზედაპირს, აუფერულებენ პიგმენტაციას და აუმჯობესებენ სახის ფერს.


ძირითადი მოქმედი კომპონენტები:

  • ბეტა-გლუკანი — აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და დაბერების საწინააღმდეგო (Anti-age) მოქმედება, ინტენსიურად ატენიანებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან.

  • საფუარის ექსტრაქტი — ააქტიურებს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას, ნორმაში მოჰყავს სისხლის მიმოქცევა , აუმჯობესებს კანის ყველა ფენის კვებას, ეხმარება გამონაყართან, გაღიზიანებასთან და აქერცვლასთან ბრძოლაში. აქვს დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტი, აცოცხლებს და აუმჯობესებს სახის ფერს.

  • ალანტოინი — ააქტიურებს რეგენერაციას, აშუშებს და ამშვიდებს კანს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ატენიანებს და ამცირებს მგრძნობელობას.

  • ასპერგილუსის ფერმენტი — ათანაბრებს კანის ტონს, დელიკატურად აუფერულებს პიგმენტურ და აკნეს შემდგომ ლაქებს, ასტიმულირებს განახლების პროცესებს და ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს.

  • ჩაის ხის ფოთლების ზეთი — ნატურალური ანტისეპტიკი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და საგრძნობლად აუმჯობესებს აკნესკენ მიდრეკილი კანის მდგომარეობას.

კანის ტიპი: შესაფერისია ნორმალური, კომბინირებული, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.

გამოყენების წესი:

  • როგორც დასაბანი ქაფი: ხელისგულზე დაყარეთ მცირე რაოდენობით პუდრი, დაამატეთ ცოტა წყალი და ააქაფეთ. მიღებული ქაფი დაიტანეთ სახეზე ნაზი წრიული მოძრაობებით, დაიმასაჟეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

  • როგორც ნიღაბი: შეურიეთ 3 გრამი პუდრი მცირე რაოდენობით წყალს. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე (მოერიდეთ თვალის გარშემო არეს), გაიჩერეთ 5-10 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

Corn Starch, Sodium Cocoyl Isethionate. Sodium Lauryl Sulfate, Sodium Palmitate, Sodium Lauroyl Aspartate, Diglycerine, Titanium Dioxide, Allantoin, Maltodextrin, Papin, Beta-Glucan (100ppm), Aspergillus/Rice Ferment Filtrate, Yeast Extract, Silicam Saccharomyces/Viscum Album Ferment Extract, Saccharomyces/Imperata Cylindrica Root Ferment Extract, Melaleuca Alternifolia Leaf Oil.

100% ორიგინალი პროდუქცია

უსაფრთხო გადახდა

საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია

სწრაფი მიწოდება

შეიძლება მოგეწონოთ

PETITFEE Enzyme Powder Wash Pouch

ენზიმური პუდრები

PETITFEE Enzyme Powder Wash Pouch

Petitfee

3.00 ₾
ნახვა
ELIZAVECCA Milky Piggy Hell-Pore Clean Up Enzyme Powder Wash

ენზიმური პუდრები

ELIZAVECCA Milky Piggy Hell-Pore Clean Up Enzyme Powder Wash

Elizavecca

45.00 ₾
ნახვა
Ciracle Powder Wash

ენზიმური პუდრები

Ciracle Powder Wash

Ciracle

40.00 ₾
ნახვა

უფასო მიწოდება

150₾+ შეკვეთებზე

სწრაფი მიწოდება

1-3 სამუშაო დღე

100% ავთენტური პროდუქცია

ორიგინალი კორეული ბრენდები

უსაფრთხო გადახდა

100% დაცული გადახდები

KOCOS ასისტენტი

AI-ს ასისტენტი

Powered by KOCOS AI