Medi-Peel
MEDI-PEEL Retinol Collagen Lifting Cream
SKU: 0519
ორმაგი ლიფტინგ-კრემი რეტინოლით და კოლაგენით ეფექტურად არბილებს ნაოჭებს, ამკვრივებს კანს, ამცირებს ფორებს და სიღრმისეულად ატენიანებს მას, ხოლო მისი ორფაზიანი ტექსტურა მარტივად ერგება ნებისმიერი ტიპის კანის საჭიროებას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ორმაგი ლიფტინგ კრემი რეტინოლით და კოლაგენით
ორმაგ ლიფტინგ კრემს აქვს ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი — არბილებს ნაოჭებს, ამცირებს ფორების ხილვადობას, ამკვრივებს კანს და ზრდის მის ელასტიურობას. ორფაზიანი პროდუქტი შედგება კლასიკური კრემისებური ტექსტურისგან, რომელიც დაფარულია მსუბუქი გელით. ტექსტურის რეგულირება შესაძლებელია კანის ტიპის მიხედვით: ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის დაამატეთ მეტი გელი, ხოლო ნორმალური და მშრალი კანისთვის — მეტი კრემისებური ტექსტურა. პროდუქტი შესანიშნავია ნებისმიერი სეზონისთვის.
კრემი შეიცავს სპეციალურ ფორმულას Retinolgen™ (10000ME - 3 მგ აქტიური ნივთიერება), რომელიც წარმოადგენს 6 ტიპის რეტინოლისა და კოლაგენის კომბინაციას და გააჩნია ღრმა მოქმედება კანზე.
მოიცავს რეტინოლის 6 ტიპს:
რეტინილ პალმიტატი: A ვიტამინის ეთერი, რომელსაც გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება და ანელებს კანის დაბერების პროცესს.
რეტინილ რეტინოატი: რეტინოლის თანამედროვე ფორმა, რომელიც ასტიმულირებს ჰიალურონის მჟავის გამოყოფას, თრგუნავს ანთებით პროცესებს და მუშაობს უფრო სწრაფად, ნაკლები გაღიზიანებით.
გრანაქტიური რეტინოიდი (ჰიდროქსიპინაკოლონის რეტინოატი): ახალი თაობის სუპერ სტაბილური ფორმა, რომელიც ეფექტური და სწრაფია, ამასთან იწვევს ნაკლებ გაღიზიანებას.
რეტინალი: A ვიტამინის ძლიერი ფორმა, რომელიც დაუყოვნებლივ გარდაიქმნება რეტინოინის მჟავად, აქვს ძლიერი დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი და ასტიმულირებს უჯრედების განახლებას.
რეტინოლი: ყველაზე გავრცელებული და ეფექტური სახეობა გამოხატული დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებით.
სიბილინი: მცენარეული ნივთიერება რძის ეკლის ექსტრაქტიდან (Silybum Marianum), რომელსაც აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, თრგუნავს ანთებას და ამცირებს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეულ ზიანს.
დამატებითი აქტიური კომპონენტები:
რეტინოიდების კომპლექსი: დადასტურებული ეფექტურობით იწყებს უჯრედების განახლების პროცესს, არბილებს კანის ტექსტურას, ამცირებს ნაოჭებს, ახდენს ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას და აღიავებს პიგმენტაციას.
ჰიდროლიზებული კოლაგენი: ღრმად ატენიანებს კანს და ინარჩუნებს ტენიანობას.
გამოყენების წესი: აურიეთ კრემის ორივე ტექსტურა საჭირო პროპორციებით და წაისვით სახეზე, გაანაწილეთ მსუბუქი, მასაჟისებური მოძრაობებით.
ყურადღება:
დღის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება (SPF).
არ გამოიყენოთ მჟავებთან (AHA, BHA, Vitamin C) ერთად
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება