Centellian24
CENTELLIAN24 Madeca Cream Time Reverse
SKU: 0662
ACTIVE-TECA™ კომპლექსით, PDRN-ითა და რეტინოლით გამდიდრებული გამამკვრივებელი კრემი აღადგენს კანის ლიპიდურ ბარიერს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ეფექტურად სწორებს ნაოჭებს. იგი ატენიანებს, ამშვიდებს გაღიზიანებას და უზრუნველყოფს კანის უჯრედულ გაახალგაზრდავებას.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
Centellian24 Madeca Cream Time Reverse Season 7 არის ცენტელას შემცველი გამამკვრივებელი კრემი, რომელიც ააქტიურებს ბუნებრივი კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზს, ზრდის კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს. იგი ეფექტურად ანელებს დაბერების პროცესს, აღადგენს ლიპიდურ ბარიერს, ამშვიდებს გაღიზიანებას, ავსებს და ასწორებს ნაოჭებს.
ძირითადი აქტიური ინგრედიენტი:
დაპატენტებული ACTIVE-TECA™ კომპლექსი (30,000 ppm): დაფუძნებულია აზიური ცენტელასგან მიღებულ ცერამიდებზე, ცილებზე, პეპტიდებზე, ამინომჟავებსა და ვიტამინებზე. იგი უზრუნველყოფს უჯრედების სწრაფ განახლებას, აძლიერებს კანის ტონს და აღადგენს ეპიდერმისის მთლიანობას.
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:
PDRN: დაბალმოლეკულური პოლინუკლეოტიდები მაღალი შეღწევადობით, რომლებიც იწყებენ ეპიდერმისის ღრმა რეგენერაციას და აღადგენენ მზითა თუ გარემო ფაქტორებით დაზიანებულ კანს.
Aquaxyl™: გლუკოზისა და ქსილიტოლის დაპატენტებული დამატენიანებელი კომპლექსი. იგი ატენიანებს კანს, ხელს უშლის ტრანსეპიდერმული წყლის დაკარგვას, ებრძვის აქერცვლასა და დეჰიდრატაციას.
ექტოინი: ორგანული ამინომჟავა, რომელიც იცავს კანს გარემო ფაქტორებისა და UV სხივებისგან, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ამცირებს სიწითლეს.
Sofoliance (Candida Bombicola-ს ფერმენტი): უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას, თრგუნავს აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს, ამცირებს სებუმის გამომუშავებას კანის ბუნებრივი მიკროფლორის დარღვევის გარეშე.
რეტინოლი (ვიტამინი A): ასტიმულირებს უჯრედულ განახლებას, ასწორებს კანის ტექსტურას და აღიავებს პიგმენტაციას.
შესაფერისია:
ყველა ტიპის კანისთვის.
გამოყენების წესი:
წაისვით კრემის საჭირო რაოდენობა სახეზე კანის მოვლის რუტინის ბოლო ეტაპზე და ნაზად შეიზილეთ სრულ შეწოვამდე.
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება