Anua
ANUA Niacinamide 10%+TXA 4% Serum
SKU: 0694
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
მათეთრებელი/გამაღიავებელი შრატი 10% ნიაცინამიდითა და ტრანექსამის მჟავით
ეს პროდუქტი მიმართულია ისეთი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, როგორიცაა პიგმენტური ლაქები, პოსტაკნე, კანის უსიცოცხლო და არათანაბარი ტონი, ასევე კანის ჭარბი ცხიმიანობა.
შრატი ანელებს მელანოციტების სინთეზს, რითაც ხელს უშლის მელანინის წარმოქმნას და თავიდან აცილებს ჰიპერპიგენტაციას. იგი აუმჯობესებს სახის ფერს, ტონუსში მოჰყავს კანი და უბრუნებს მას ჯანსაღ ბზინვარებას. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, რაც კანს ხდის გლუვსა და ხავერდოვანს. შემადგენლობაში შემავალი 10 სახის ჰიალურონის მჟავა და ცერამიდები აბალანსებენ ჰიდროლიპიდურ ბარიერს, კანის უჯრედებს ავსებენ ტენით და იცავენ მას სიმშრალისგან.
ძირითადი მოქმედი კომპონენტები:
- 10% ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) — ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და აუმჯობესებს კანის დამცავ ფუნქციებს; ეხმარება კანს ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვის შემცირებაში, ებრძვის პიგმენტაციას, არბილებს, ზრდის ელასტიურობას, ატენიანებს და ავიწროებს ფორებს.
- 4% ტრანექსამის მჟავა — თრგუნავს ტიროზინაზას (ფერმენტი, რომელიც იწვევს პიგმენტ მელანინის გამომუშავებას) აქტივობას. არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას (მზის მიმართ მგრძნობელობას), რის გამოც მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება დღის მოვლის რუტინაშიც.
- 2% არბუტინი — ამცირებს მელანინის გამომუშავებას, ახასიათებს ანტისეპტიკური ეფექტი, აქრობს შეშუპებას და კანის უსიცოცხლო ტონს. ასევე არბილებს, კვებავს კანს და ეხმარება ოქსიდაციურ სტრესთან გამკლავებაში, რითაც ანელებს ასაკობრივ ცვლილებებს.
- ვიტამინი C (3-O-Ethyl Ascorbic Acid) — ვიტამინ C-ს სტაბილური ფორმაა. იგი აფერმკრთალებს პიგმენტურ ლაქებს, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, რითაც ზრდის კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს და ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას.
- სოფოლიანსი (Candida Bombicola-ს ფერმენტი) — ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება და ხელს უშლის აკნეს გამომწვევი სპეციფიკური ბაქტერიების გამრავლებას. ეს ფერმენტი საგრძნობლად ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას, ამცირებს პაპულებისა და პუსტულების (გამონაყარის) რაოდენობას. ხსნის გაღიზიანებას და არ აზიანებს კანის ბუნებრივ მიკროფლორას.
კანის ტიპი: განკუთვნილია ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ შრატის საჭირო რაოდენობა ტონირებულ კანზე, მოვლის ეტაპი კი დაასრულეთ სახის კრემით. დღის განმავლობაში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება (SPF)
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება