Anua
Anua Heartleaf 70 Soothing Collagen Mask
SKU: 0619
Houttuynia Cordata-ს ექსტრაქტით, დაბალმოლეკულური კოლაგენითა და 3 სახის ჰიალურონის მჟავით გამდიდრებული 1 მმ-იანი ჰიდროგელის ნიღაბი მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ, მგრძნობიარე კანს და ხსნის სიწითლეს. იგი სიღრმისეულად ატენიანებს, ასწორებს ნაოჭებს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ გამაგრილებელ ეფექტს.
უფასო მიწოდება
150₾+ შეკვეთებზე
სწრაფი მიწოდება
1-3 სამუშაო დღე
უსაფრთხო გადახდა
100% დაცული გადახდები
ჰიდროგელის ნიღაბი აღადგენს გაღიზიანებულ და მგრძნობიარე კანს, ამცირებს სიწითლეს, არბილებს, ატენიანებს და აახლებს მას წასმისთანავე.
პროდუქტი აძლიერებს ბუნებრივ დამცავ ბარიერს, ხელს უშლის სიმშრალესა და აქერცვლას, ასწორებს კანის ტექსტურას, ინარჩუნებს ელასტიურობასა და სიმკვრივეს. 1 მმ სისქის ჰიდროგელის ნიღაბი მჭიდროდ ერგება სახის კანს და იდეალურად ფიქსირდება.
ძირითადი თვისებები და მოქმედება:
დამამშვიდებელი ეფექტი: Houttuynia-ს ექსტრაქტი ამშვიდებს სიწითლესა და გაღიზიანებას, ამცირებს ქავილს და აქვეითებს მგრძნობელობას გარემო გამღიზიანებლების მიმართ (ტემპერატურის ცვლილებები, ქარი, მშრალი ჰაერი).
ღრმა დატენიანება და აღდგენა: ჰიალურონის მჟავის 3 სახეობა აღწევს ეპიდერმისის ღრმა ფენებში და ქმნის დამცავ ფენას, რომელიც აფერხებს ტენიანობის აორთქლებას.
ტექსტურის გაუმჯობესება: დაბალმოლეკულური კოლაგენი ღრმად აღწევს ეპიდერმისში, არბილებს კანს, გაუმჯობესებს მიკრორელიეფს და ეხმარება ნაოჭების გასწორებას.
გამაგრილებელი და შეხორცებითი მოქმედება: ალოე ვერას ექსტრაქტი აჩქარებს მიკროდაზიანებების შეხორცებას, ხოლო მენთილის ლაქტატი (მენთოლის წარმოებული) ანიჭებს მსუბუქ, სასიამოვნო გამაგრილებელ ეფექტს.
აქტიური ინგრედიენტები:
Houttuynia Cordata-ს ექსტრაქტი
დაბალმოლეკულური კოლაგენი
ალოე ვერას ექსტრაქტი
მენთილის ლაქტატი
ჰიალურონის მჟავის 3 სახეობა
კანის ტიპი:
შესაფერისია კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის.
გამოყენების წესი:
გაწმენდის, ტონირებისა და შრატის გამოყენების შემდეგ, გამოაცალკევეთ ნიღბის ჰიდროგელის ბაზა დამცავი აპკისგან.
დაიდეთ ნიღბის ორივე ნაწილი სახეზე, გაასწორეთ და მსუბუქად დააჭირეთ.
გაიჩერეთ ნიღაბი 3–4 საათის განმავლობაში; როდესაც ესენცია შეიწოვება და ნიღაბი გამჭვირვალე გახდება, შეგიძლიათ მოიშოროთ. (ასევე შესაძლებელია ნიღბის დატოვება მთელი ღამის განმავლობაში).
დარჩენილი პროდუქტი გადაინაწილეთ კანზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით
100% ორიგინალი პროდუქცია
უსაფრთხო გადახდა
საერთაშორისო მიწოდება ხელმისაწვდომია
სწრაფი მიწოდება