top of page

აღმდგენი ნიღაბი თმას ხდის რბილს, გლუვს, აბრეშუმისებრს ასევე ჯანსაღ ბზინვარებას უბრუნებს ხვეულებს.

 

პროდუქტის მაღალი კონცენტრირებული ფორმულა ღრმად აღწევს თმის კუტიკულაში და დადებითად მოქმედებს ღეროების სტრუქტურის აღდგენაზე, თმას უბრუნებს ელასტიურობას . მიზნად ისახავს თუნდაც ყველაზე დაზიანებული თმის ღრმა აღდგენას.

ნიღაბი ასევე კურნავს სკალპს, ახდენს კანის pH ბალანსის ნორმალიზებას, ამცირებს ცხიმიანობას, ამაგრებს ფესვებს და ხელს უშლის თმის ცვენას.

 

ნიღაბი შეიცავს 16 მცენარეულ ინგრედიენტს, როგორიცაა ძირტკბილა, მწვანე ჩაი, ლავანდა, ლიმონი, ცენტელა, ფორთოხალი, გინკო და სხვა ექსტრაქტები, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ თმას, ტოვებს მას მუდამ აბრეშუმისებრ და ელასტიურს.

 

პროდუქტს სულ რაღაც 8 წამში შეუძლია აღადგინოს და საგრძნობლად გააუმჯობესოს თმების მდგომარეობა, აღადგინოს  სიმტკიცე და ბზინვარება, გააძლიეროს ისინი და აღმოფხვრას სისუსტე. ნიღაბი არის გამჭვირვალე ესენცია, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სკალპზე და თმის კუტიკულაზე.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

 

-ჰიდროლიზებული კერატინი - ეფექტურად აღადგენს თმას, აუმჯობესებს მის გარეგნობას, აღადგენს სიგლუვეს და ბზინვარებას. ქმნის დამცავ გარსს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და ანიჭებს თმას ელასტიურობას.

 

-ჰიდროლიზებული კოლაგენი - ხდის კულულებს უფრო რბილს და ელასტიურს, აუმჯობესებს მათ სტრუქტურას, ხელს უშლის მტვრევადობას და თმის ცვენას, აღადგენს ბუნებრივ ბზინვარებას.

 

-კერამიდები - ავსებს თმებს სიცოცხლისუნარიანობით და ხდის მათ უფრო გამძლეს, აღადგენს დაზიანებულ ადგილებს, ანიჭებს მას ბზინვარებას და სირბილეს.

 

-აბრეშუმის პროტეინები - ანიჭებს თმას აბრეშუმისებრ და  ბუნებრივ სირბილეს ასევე ელასტიურობას, ხდის თმას მორჩილს, აადვილებს ვარცხნას, ხელს უწყობს თმის ვარცხნილობის ფორმირებას და შენარჩუნებას, იცავს თმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

 

-სპირულინას ექსტრაქტი - ხელს უშლის თმის ცვენას, ააქტიურებს ახლის ზრდას, აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვას, აჩქარებს უჯრედების დაყოფას და ეპიდერმისის განახლებას. ატენიანებს თმას, ხდის მას რბილს, გლუვს და ბზინვარებას.

 

გამოყენების მეთოდი:

1. პროდუქტი განზავდეს არამეტალურ ჭურჭელში 1:1 თბილი წყლით.

2. ურიეთ სანამ ნიღაბი სქელი კონსისტენციის არ გახდება.

3. თანაბრად წაისვით თმის მთელ სიგრძეზე.

4. დატოვეთ  3-5 წუთის განმავლობაში.

5. ჩამოიბანეთ  თბილი წყლით.

თმის ნიღაბი Masil 8 Seconds Salon Hair Mask (200 ml)

55,00GELPrice
    bottom of page