top of page

ენზიმური პუდრა

 

პუდრა დელიკატურად ასუფთავებს მკვდარ უჯრედებს, არბილებს და ასუფთავებს ეპიდერმისს მინარევებისაგან, მაკიაჟისგან და ჭარბი ცხიმისგან.

პროდუქტი განკუთვნილია ყოველდღიური წმენდისთვის, ნაზად მოქმედებს ეპიდერმისზე, არ იწვევს გაღიზიანებას და არ ტოვებს შებოჭილობის შეგრძნებას.  ქაფი რაც შეიძლება ნაზად ასუფთავებს კანს, ღრმად აღწევს ფორებში და აშორებს ყველა მინარევებს.

პროდუქტს აქვს ნეიტრალური pH დონე 5.5, რაც შეესაბამება ჩვენი კანის მჟავა-ტუტოვანი ბალანსს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტს აქვს სასარგებლო გავლენა კანის ჯანმრთელობაზე და ანეიტრალებს გამდინარე წყლის მავნე ზემოქმედებას.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

-სიმინდის სახამებელი აუმჯობესებს კანის შთამნთქმელ თვისებებს, აქრობს ზედმეტ ცხიმს.
-პაპაინი არის ბუნებრივი მცენარეული ფერმენტი, რომელიც მიიღება პაპაიას წვენიდან. ნაზი ექსფოლიატორი, რომელიც ბუნებრივად ხსნის ფორებს. მას აქვს გამაღიავებელი ეფექტი, რის გამოც ათანაბრებს კანის მთლიან ტონს და აუმჯობესებს სახის ფერს. შესანიშნავად მკურნალობს ანთებას, უმკლავდება აკნეს.
-Leuconostoc (ფერმენტირებული რადიშის ფესვის ფილტრატი) ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას, რომლებიც იწვევენ ანთებას და აკნეს, და აქვს ბაქტერიციდული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი.
-ალანტოინი არბილებს, ინტენსიურად ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.


შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის.

 

გამოყენების ინსტრუქცია:

1. მცირე რაოდენობით ენზიმური პუდრა შეურიეთ ხელის გულზე რამდენიმე წვეთი წყალს და ააქაფეთ.

2. მიღებული ქაფი წაისვით სახის კანზე ნაზი მასაჟის მოძრაობებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ T-ზონას.

3. შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

 

კანის მდგომარეობისა და მგრძნობელობის ხარისხის მიხედვით, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ყოველდღიურად ან კვირაში 2-3-ჯერ კანის ღრმად გასაწმენდად.

ენზიმური პუდრა ELIZAVECCA Milky Piggy Hell-Pore Clean Up Enzyme Powder Wash(80g)

45,00GELPrice
    bottom of page