სახის შრატი რეტინოლით 0.2% სკვალანში
ეს მრავალფუნქციური, უწყლო შრატი შექმნილია იმისთვის, რომ შეავიწროვოს ფორები, შეამციროს მუქი ლაქებისა და ნაოჭების წარმოქმნა და გააუმჯობესოს კანის ტექსტურა.
აქტიური კომპონენტები:
-ვიტამინი A (რეტინოლის სახით) - ებრძვის ნაოჭებს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს და არეგულირებს ეპიდერმისის აქერცვლის პროცესს;
-სკვალანი არის ბუნებრივი ზეთის კომპონენტი, რომელიც აუმჯობესებს აქტიური კომპონენტების გამტარიანობას, ატენიანებს, არბილებს და ზრდის კანის ელასტიურობას.
-პომიდვრის ექსტრაქტი არის ანტიოქსიდანტი, აღიავებს კანს, ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას
-როზმარინის ფოთლის ექსტრაქტი - აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
პროდუქტის მოქმედება:
-არბილებს და ამცირებს წვრილ ნაოჭებს;
-ამცირებს კანის ფოტოდაბერების სიმპტომებს;
-აღიავებს ჰორმონალურ ან მზისგან გამოწვეულ პიგმენტაციას და პოსტ-აკნეს;
-აუმჯობესებს კანის ტენიანობას;
-აძლიერებს და ატონიზირებს კანს;
-ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ხილვადობას.
რეკომენდირებულია კანის შემდეგი ტიპებისა და კოსმეტიკური დეფექტებისთვის:
-მომწიფებული კანი;
-კანი დაბერების ნიშნებით;
-კომბინირებული კანი;
-ცხიმიანი კანი;
-კანის პიგმენტაცია.
გამოყენების წესი: საღამოს მოვლის დროს წაისვით პროდუქტის მცირე რაოდენობა გაწმენდილ სახის კანზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
ყურადღება: დღის განმავლობაში შრატის გამოყენებისას უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება. ეს პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა რეტინოიდებთან ერთად, მათ შორის რეტინოლთან და რეტინოინის მჟავასთან ან მჟავებთან.
არ შეიცავს წყალს, ალკოჰოლს, სილიკონებს, თხილს, გლუტენს და სოიოს.
* ვარგისიანობის ვადა არ არის მიბმული წარმოების თარიღთან, არამედ აითვლება პროდუქტის გახსნის შემდეგ.
სახის შრატი The Ordinary Retinol 0,2% in Squalane (30ml)
Squalane, Caprylic/Capric Triglyceride, Retinol, Solanum Lycopersicum (Tomato) Fruit Extract, Simmondsia Chinensis (Jojoba) Seed Oil, BHT