top of page

ღამის მკვებავი ნიღაბი ბრინჯით

 

ნიღაბი უზრუნველყოფს:

  • კანის ინტენსიურ კვებას და დარბილებას;
  • დაჭიმულობის შეგრძნების აღმოფხვრას;
  • პიგმენტაციის გაღიავებას;
  • სახის თანაბარ ტონს.

 

ბრინჯის ექსტრაქტის მაღალი კონცენტრაციის წყალობით ნიღაბი კანსანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას . პროდუქტს აქვს დელიკატური ტექსტურა და სწრაფად შეიწოვება.

ნიღბის გამოყენება შესაძლებელია სამი გზით: ღამის ნიღბის სახით, დასაბანად ან დღის კრემის სახით.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

-ბრინჯის ექსტრაქტი (65%) არის ანტიოქსიდანტების წყარო, აქვს დამატენიანებელი და დამარბილებელი თვისებები, აუმჯობესებს სახის ფერს, აღიავებს ასაკობრივ ლაქებს, აუმჯობესებს რეგენერაციულ პროცესებს კანის ქსოვილებში, აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს ნაოჭების გაქრობას, ამშვიდებს გაღიზიანებას.
-მზესუმზირის ზეთი კვებავს, ატენიანებს, არბილებს და ხდის მას უფრო მკვრივს და ელასტიურს, აჩქარებს უჯრედების განახლების პროცესს.
-ნიაცინამიდი იწყებს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას, აღადგენს და აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციებს, ხელს უწყობს კანის ტრანსეპიდერმული ტენიანობის დაკარგვის შემცირებას და აღიავებს ასაკობრივ ლაქებს. მას აქვს დამარბილებელი ეფექტი, ზრდის კანის ტურგორს, ავიწროებს ფორებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. დელიკატური დათბობის ეფექტის წყალობით აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას.
-არგინინი აჩქარებს სისხლის მიკროცირკულაციას, ზრდის კანის ბარიერულ ფუნქციებს, აუმჯობესებს სახის ფერს, ხელს უწყობს კანის ქსოვილის მთლიანობის აღდგენას, აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება და აქრობს პიგმენტაციას.
-ალანტოინი ატენიანებს, არბილებს კანს, ხსნის გაღიზიანებას და ანთებას, ახდენს ცხიმის გამომუშავების ნორმალიზებას, ავიწროვებს ფორებს და აჩქარებს რეგენერაციას.

 

შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მაგრამ რეკომენდებულია ნორმალური, მშრალი, მოწიფული კანისთვის.

 

გამოყენების წესი:

როგორც ღამის ნიღაბი-წაისვით პროდუქტი ძილის წინ 20-30 წუთით ადრე ადრე გაწმენდილი და ტონირებული სახის კანზე. დილით დაიბანეთ სახე .

როგორც ჩამოსაბანი ნიღაბი-წაისვით პროდუქტი სახის და კისრის გაწმენდილ და ტონუსულ კანზე. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ხელსახოცით ან ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
როგორც მკვებავი კრემი-წაისვით პროდუქტი გაწმენდილ და ტონიზირებულ სახის კანზე.

ღამის ნიღაბი COSRX Ultimate Nourishing Rice Overnight Spa Mask (60ml)

60,00GEL Regular Price
50,00GELSale Price
    bottom of page