top of page

თმის თერმო დამცავი შრატი

 

შრატი ხელს უშლის თმის დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით. ინარჩუნებს თმას გლუვს, რბილს და ძლიერს 


შრატი მდიდარი შემადგენლობით აღადგენს შეღებილ თმას, ინარჩუნებს ტენიანობას, ხელს უშლის სიმშრალესა და მტვრევადობას.

პროდუქტი არბილებს თმას, ინარჩუნებს ფერთა ელფერს და აადვილებს ვარცხნას. აქვს მსუბუქი ესენციის ტექსტურა, სძენს ჯანსაღ ბზინვარებას. აძლიერებს სტრუქტურას.

 

ძირითადი აქტიური ინგრედიენტები:

-შვრიის, ბრინჯის და სოიოს მცენარეულ ცილებს აქვს დამატენიანებელი და გამაძლიერებელი ეფექტი, ანიჭებს თმას ბზინვარებას, ზრდის ელასტიურობას და სიმკვრივეს.
-ამინომჟავები ღრმად აღადგენს თმის სტრუქტურას, აძლიერებს და ინარჩუნებს დამცავ ფენას. ხდის თმას უფრო მდგრადს გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ, ანიჭებს სიგლუვეს და სიმტკიცეს.
-პანთენოლი (ვიტამინი B5) ასტიმულირებს თმის ფოლიკულების ინტენსიურ ზრდას , ხელს უშლის თმის ცვენას და ატენიანებს.
-არგანის ზეთი შეიცავს 2-ჯერ მეტ ვიტამინ E-ს, ვიდრე ზეითუნის ზეთი და მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით. ზრდის ელასტიურობას და აღადგენს ტენიანობის ნორმალურ დონეს, ხდის თმას რბილს და აბრეშუმისებრს, აძლიერებს სტრუქტურას
-ჰიდროლიზებული კოლაგენი  ავსებს დაზიანებულ ადგილებს, აღადგენს და ამკვრივებს.
-ჟოჟობას ზეთი კურნავს მშრალ და დაზიანებულ თმას და ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას.
-ქოქოსის ზეთი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს თმას, ასევე იცავს  გარემოს უარყოფითი გავლენისგან.
-ქოქოსის  ექსტრაქტი ინარჩუნებს ჰიდრატაციის ოპტიმალურ დონეს. მას აქვს ანტიოქსიდანტური, აღმდგენი და გამაძლიერებელი თვისებები, ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს.


შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის

 

გამოყენების წესი: წაისვით სუფთა, მშრალ ან სველ თმაზე  თანაბრად გადაანაწილეთ სიგრძეზე. არ არის საჭირო წყლით ჩამობანა!

თმის თერმო დამცავი შრატი CP-1 Bright Complex Heat Protection Serum (120ml)

35,00GEL Regular Price
31,50GELSale Price
    bottom of page